Sunday, April 15, 2012

სიყვარულობანა

   
   დადგა გაზაფხული და დაიწყო სიყვარულობანა, ჩემმა თითქმის ყველა დაქალმა, მეგობარმა თუ ახლობელმა მოციმციმე თვალებით მახარა: ვაიმე მიყვარსს,მგონი ისაა ვისაც ვეძებდი, სიგიჟემდე ვყვარებივარ, სად ვიყავი ამდენი ხანი...
     მოკლედ ძვირფასო შეყვარებულებო და მოწონებულებო ქართულ სიყვარულის დღეს გილოცავთ...
 
  მე ისევ forever alone ვარ მაგრამ მერე რაა? სულ არ მანაღვლებს. სამაგიეროდ ბლოგი მყავს და კიდევ ბევრი მკითხველი, რომელიც ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს...
 
მაგარი ამინდია და ვიფიქრე სადმე გავალთთქო ბავშვები, მაგრამ ყველა თავისთვის დაცურავს სიყვარულის მორევში... ნუ მე როგორც ყოველთვის ცურვა არ ვიცი :D :D და დახრჩობის კიდე მეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფიზიკის მასწს რო კითხო არ ჩაიძირები თუ არ იფართხალე...

   დავრჩი მარტო და გადავწყიტე აქ ვეჭორავები ვინმესთქო და მახარეს ერთმა ლაშა გავიცანიო, მეორემ ლუკას შევურიგდიო, მესამემ მგონი "ის" ვიპოვეო. მოკლედ ტიპიური სიყვარულის დღეა. მეც მიყვარხარ ჩემო ზედმეტად მეტიჩარა ბლოგო... შენც და ყველა შეყვარებულიც... ხო და კიდე ისიც, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ამის წაკითხვით თავს არ შეიწუხებს...  ბედნიერებას გისურვებთ და იმედია მეც მალე გავიზრდები...














No comments:

Post a Comment