Tuesday, April 17, 2012

ნიკო..:*

იცით დღეს რა დღეა? ან როგორ არ გეცოდინებათ..დღეს ყველაზე სევდიანი დღე რაც შეიძლება წითელი პარასკევის და მძიმე დღეების შემდეგ იყოსს ალბათ სწორედ 13 აპრილია..ბევრს ეცნობა ეს თარიღი და ის ცრელმი რომელიც ჩვენი თვალოდან ჩამოცურდება ხოლმე ნიკოს სახელის ხსენებისას

აი ის ცრემლიც კი მისი ლექსებითაა გაჟღენთი მისი შესრულებული როლებითა და უდიდესი წარმატებით..ამბობენ წარმატებას ბედნიერება მოაქვსო ,ვერ ვიტყვი რომ ნიკო უბედური იყო მაგარმ ერთი ვიცი ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო არის და იარსებებს სამუდამოდ ჩვენს გულებში..ბევრი იტყვის არ იცნობდი როგორ გიყვარს ან რას წერ...და აი მათ მივუთითებდი წაიკითხეთ მისი ლექსები ,არა ზერელედ არამედ გულით ,ჩაწვდით მის ხუმრობით ნათქვამ მწარე რეალობას და მასში ნიკოს ამოიცნობთ,,ამოიცნობთ ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს რომელიც ცხოვრებამ ბევრჯერ გამოსცადა,ბევრი რამ შესძინა და ბევრჯერაც დაამწუხრა მაგარმ ნიკო რჩება,რჩება როგორც გენია..რჩება როგორც უდიდესი მსახიობი და მწერალი,,როგორც უდიდესი ადამიანი და საქართველოს შვილი,,...უკვე 2 წელი გავიდა იმ თავზარდამცემი დღიდან როდესაც შევიტყვეთ , ნიკოს გარდაცვალების შესახებ..დიახ ის გარდაიცვალა,გადავიდა სხვა სამყაროში ის არ მომკვდარა,ის ისევ ჩვენთანაა უბრალოდ სხვა სახით,ამ სახეს კიდე სიყვარული ქვია,.ის სითბო რომელსაც მისი ლექსების კითხვისას გრძნობთ.სწორედ ესაა ნიკო...მე ერთი რამ ზუსტად ვიიცი..ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება და სიამაყით მოვუყვები ჩემს შვილიშვილებს რომ მე იმ დროს ვცხოვრობდი როდესაც ცნობილი მწერალი და მსახიობი დააბოტებდა თბილისის ქუჩებში..
ნიკო მე შენ ძალიან ძალიან მენატრები ,,ძალიან მიყვარს შენი ლექსები და გპირდები არასდროს დაგივიწყებ როგორ არაჩვეულებრივ მწერალსა და ადამიანს..:****
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
***
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

***
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
***  აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!
***
არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…
***
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
***
შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…
***
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.
***
ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.
***
რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?…
***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…

ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი

No comments:

Post a Comment