Thursday, April 5, 2012

MARYLAND


  თამუნამ დაწერა და მეც მომინდა ჩემზე მოგიყვეთ... ბევრი არაფერი, სულ ცოტა და ყველაზე საინტერესო... როგორ გითხრათ ჩვეულებრივი ბავშვი ვართქო როცა აშკარად არ ვგავარ სხვებს... იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვარ ან რავიცი... მოკლედ მინდა სწორად გამიგოთ...

     
  რავიცი ბიოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ- სად დაიბადე, რომელ წელს და ა.შ ... ვარ თბილისელი თინეიჯერი, მთელი აბდაუბდა ცხოვრებით და სულელობებით. ვსწავლობ "შავნაბადაში" სწავლასმოწყურებული ახალგაზრდების მთელ ჯგუფთან ერთად...
(მეტი არაა ჩვენი მტერი) მთელი დღე ისე გარბის ხოლმე, რომ ზოგჯერ წიგნსაც არ გადავშლი, ზოგჯერ კი ჭამისთვისაც ვერ ვიცლი იმდენი მაქ საწერი თუ სასწავლი... მოკლედ რომ არ მოგატყუოთ ჩემი სკოლის ცხოვრება ერთფეროვანია, იდიოტური, უინტერესო... სამაგიეროდ შაბათ-კვირას დროის უმაღლეს დონეზე გატარება გარანტირებული მაქვს...

 
 რაღაცნაირი უცნაური ბავშვი ვარ, ამჩემფეხება. ერთ წამს ტირილით ვსკდები, მერე კი ვიგუდები სიცილით... ბავშვების უმრავლესობა ვერ მიგებს. მართლა ძალიან რთულია ჩემნაირი გადარეული მეგობრის ყოლა. ზოგს მეთვითონ არ ვიკარებ; რაღაცით არ მომწონს და მორჩა. ძირითადად გადარეული, დაცენტრილი ხალხი მახვევია თავს და ეს მართლა ძალიან ცუდია... როცა ემოციები მომაწვება ხოლმე სულ მარტო ვრჩები ... ზუსტად მაგის გამო მყავს 1-2 ვირტუალური მეგობარი...


      ჰოო რაღა დაგიმალოთ და სულ სულ სულ ყოველთვის მომწონს ვიღაც... და ამ ვიღაცას უმეტეს შემთხვევაში ცოტა აკლია ხოლმე... ვერ ვიტან სერიოზულ და რაღაც ეგეთ ტიპებს... მომწონს ექსტრემალები, ცანცარები, სულელურად საყვარლები... და ასეთებს სულ სულ სულ ყოველთვის უყვართ ტუჩებგაპრუწული... ამ ბოლო დროს მიყვარდაა(სავით) ერთი და არასერიოზულ გატაცებად ჩავთვალე.. ტვინიდან ამორეცხვა ვცადე... ნუ ვაღიაროთ ტვინს არა, მაგრამ გულს კი მაგრად გაუჭირდა...


No comments:

Post a Comment