დედის დღე
დღეს 3 მარტია..ბევრის მთქმელია არა..?:) გაზაფხულის დღეებია თუმცა არაფერი ეტყობა მაგრამ მაინც ლამაზია...შაბათია.. ყველა სახლში ვართ რა თქმა უნდა კომპიუტერთან:) და თუ ჩემს ნიუსს კითხულობთ ხომ ძალიან კარგი..მოკლედ ამ უცნაური გაზაფხულის გარდა .დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა დედებთათვის,მომავალი დედებისთვის და შვილებისთვის..დღეს ის დღეა როცა დროა დედას გადავეხიოთ და ვუთხრათ რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი მზრუნველი დედიკოები..მე სამწუხაროდ ეს არ შემიძლია და ძალიანაც ვნანობ რომ თავის დროზე არ ვეხუტებოდი არ ვკოცნიდი , არ ვეუბნებოდი ლამაზ სიტყვებს..(ჩემი დედიკო უცხოეთშია,სამწუხაროდ ეს სიტუაცია ბევრისთვის ნაცნობია)ნათქვამია როცა კარგავ მაშინ ხვდები რა ძვირფასი იყოო..მე არ დამიკარგავს მაგრამ ჩემთვის ცხადზე უცხადესია რომ მე მაკლია დიდი მეგობარი. და ვწუხვარ რომ ჩემი ხასიათის და გამო მას ხშირად არ ვეუბენოდი რომ მიყვარს .ვერც ეხლა ვეუბნები მაგრამ ის ხომ ხვდება და ეს არის მნიშვნელოვანი..მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვან ქალს ჩვენს ცხოვრებაში ჩავეხუტოთ მივულოცოთ და უფალი იყოს მათი მფარველი :*:*
No comments:
Post a Comment