ყველაზე ეპატაჟური.უცნაური და არაორდინალური ადამიანი ერეკლე დეისაძე...პატარა ქალაქ ქუთაისში მცხოვრები ისეთი ადამიანი როგორიცაა ერეკლე ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით..მეც ამ პატარა ქალაქის შვილი ვარ და კარგად მახსოვს ქუთათურების რექცია ერეკლეს პირველ გახმაურებულ წიგნზე...რომელსაც "საიდუმლო სირობა"უწოდა ..როგორც თვითონ ამბობს ის მართლაც სათაურის ავტორია..ალბათ ეს ადამიანი კარგი შოუმენი გამოვიდოდა ლიტერატურა რომ არ აერჩია..მხოლოდ სათაურიც ბევრისმთქმელია..
მითუმეტეს ხალხის ბრბოსათვის რომელიც ასე თავგამოდბით იცავს ტრადიციებს რასაც შემდეგ თვითონვე არღვევენ...მისი რომანი 90% -ტს წანაკითხი არ აქვს მაგრამ მაინც განსჯიან მას ..და რატომ ხდება ესე..სიმართლე რომ ვთქვა წანაკითხი არც მე მაქვს და თითქოს მეშინიაო არც ვაპირებ მის წაკითხვას მაგარმ არ ვაპირებ მის გაკიცხვას ან ძაგებას...ინტერნეტში აღმოვაჩინე მისი წიგნიდან ციტატები : ღმერთი მარკეტინგული შეფუთული წმინდა სახის პროდუქტია. მისით იმართება მასა, რომლის ცნობიერება სავსეა ნალექით. დღეს სნობიზმით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს გაუცნობიერებელი პროდუქტის გადასარჩენათ.” ”მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა. ყოველთვის მეუფლებოდა განცდა, თითქოს ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შუბლთან მიტანის შემედეგ, მუცლის ნაცვლად ბოქვებთან გადაინაცვლებდნენ… ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ აგგიმართლებია ჩემი იმედი…”... მე ვფიქრობ საკმარისია ამ ციტატებიდან დასკვნა გამოვიტანოთ თუ რა წიგნიც შეიძლება იყოს "საიდუმლო სირობა" მაგარმ რატომ დაწერა მან ეს ,მან ხომ ძალიან კარგად იცოდა რა მოყვებოდა .და როგორი ამოკიდებულება ექნებოდა ხალხს მის მიმართ ეს უბრალოდ პოპულარობის დიდი სურვილი იყო თუ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია ნამდვილი ერეკლეს დასაფარად..იმედია ამ ამ კითხვებზე პასუხს ოდესმე მივიღებ მანამდე კიდე დაველოდოთ მის მომავალ ეპატაჟებს ვისაუბროთ მასზე ხან განვსაჯოთ ხანაც შევაქოთ:):):)
No comments:
Post a Comment