ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის, ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ, სამყარო სხვანაირი გეჩვენება, ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა, შენ კი მის გარშემო ბრუნავ. დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე, მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა, არასოდეს გელევა სიტყვები სასაუბროთ.
სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია, ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა... ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება....
პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი. ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა.......
ამის წაკითხვის შემდეგ შენ თუ გგონია, რომ მე ბიჭი მიყვარს, ძალიან ცდები... აუუ, მგონი სიტყვა სიყვარული შემიყვარდა...
No comments:
Post a Comment