ქართველები რომ ცოტა (ცოტა?) უცნაური ხალხი ვართ ახალ ამბავს არ წარმოადგენს. ბევრ ცუდ თვისებასთან ერთად კარგიც ბლომად გვაქვს, მაგრამ საერთო ჯამში ვაღიაროთ განვვითარდით, მაგრამ ისევ დაწყებით საფეხურზე ვდგავართ.
მე როგორც თბილისელს ყველა ადგილს მშობლიური ქალაქი მირჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ, ვხვდები ის ოდნავადაც არ ჰგავს სხვებს.... გამორჩეულია, თავისებურად თავისნაირი.... ჩემი თბილისი...
• თბილისში სიტყვა ძერსკი გოიმს ნიშნავს, სიტყვა გოიმი კი ძერსკს;
• თბილისში 2+2=5 თუ მილიონერი მამიკო გყავს;
• თბილისელების 90% ამბობს, რომ odno "ძაან ბანძია". თან მათი 79% ამ საიტის აქტიური მომხმარებელია;
• თბილისში ისე გაპაპსდა ემო ვარცხნილობა, რომ ემოებიც აღარ იჭრიან.. უტყდებათ...
• თბილისში ფიქრობენ, რომ ის ყველაზე ლამაზი ქალაქია. ეს ხალხის ის ნაწილი, ვისაც ვაზისუბანი და ვარკეთილი არ უნახავს;
• თბილისში რომ იკითხო ყველას აზრი კიდიათ და ამიტომ დადიან სიამის ტყუპებივით ერთნაირად ჩაცმულები..
• ყველაზე გლეხ თბილისელებს არ უყვართ გლეხებით სავსე თბილისი.
P.S გაგრძელება იქნება!
No comments:
Post a Comment