Sunday, March 18, 2012

მათემატიკა

სასაუბროდ ცოტა უცნაური თემა ავირჩიე არა? უბრალოდ ძალიან მიყვარს მათემატიკა და მოგიყვებით მის ისტორიას გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს და უბრალოდ ვავრჯიშოთ ტვინი მათემატიკის საშუალებით..ამბობენ ვინც მათემატიკა იცის ის სულ სხვაგვარად აზროვნებსო..მაშ გავეცნოთ უკეთ მათემატიკას...

თანამედროვე ეპოქის მსოფლიოში გავრცელებული მეცნიერება მათემატიკა შორეული დროიდან იღებს სათავეს. წინათ იგი რამოდენიმე ადგილას იყო გავრცელებული, უძველესი მათემატიკური ტექსტები ჩვენს ერამდე 1900 წლით თარიღდება და ბაბილონურ ხელწერაში (Plimpton 322 მათემატიკა)გვხვდება. ძველი ეგვიპტური მათემატიკა სათავეს იღებს დაახლოებით 2000-1800 წლის წინათ ჩვენს ერამდე, რასაც მოწმობს ძველ ეგვიპტელთა პაპირუსზე შემორჩენილი ხელნაწერები და მოსკოვში აღმოჩენილი ეგვიპტელთა მათემატიკური პაპირუსის ფრაგმენტები დათარიღებული 1890 წლით ჩვენს ერამდე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტექსტს ერთი საერთო აქვს და ისინი დაფუძნებულნი არიან ეგრეთწოდებულ პითაგორას თეორემაზე, რომელიც როგორც ჩანს უძველესი და ფართოდ გავრცელებული მათემატიკური მიმდინარეობაა არითმეტიკული და გეომეტრიული საფუძვლების შემდგომ.
 მათმატიკა ერთერთი უძველესი მეცნიერებაა.მან პირველი აღმავლობა ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა..აქ პირველად დაინეტრდა მისწაფება:წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ" ..აქვე გაჩნდა პირველი ევკლიდეს  გეომეტრია..შესწავლის საგნისა და მეთოდების მიხედვით საბაზისო მათემატიკა შეიძლება იყოს 3 სახის: ალგებრა, აალიზი,გეომეტრია.თუმც ეს დაყოფა პირობითია და არსებობს უმაღლესი მათემატიკა სადაც უფრო ბევრი დარგია..გამოყენებითი მათემატიკა მიზნად ისახავს განავითაროს პრაქტიკული მათემატიკური მეთოდები. ფიზიკის ,ტექნოლოგიის ,ეკონომიკისა და  სხვა სფეროების ამოცანების გადასაჭრელად..სკოლებში მათემატიკა ერთერთი ძირითადი საგანია .სკოლებში ისწავლება რითმეტიკა ,ელემენტარული ალგებრა(თქვენ იფიქრებთ თუ რა ელემენტარულიაო მაგრამ რაც სკოლაში ისწავლება ეს არის მათემატიკისათვის ზღვაში წვეთი) ,ფუნქციები და ა.შ სკოლებში არ ისწავლება უმაღლესი მათემატიკა...კარგად მოგვეხსენება ჩვენი სკოლების პრობლემები..
„მათემატიკა მეცნიერებების დედოფალია“ – კარლ ფრიდრიხ გაუსი.
მათემატიკა არის ანბანი, რომლითაც ღმერთმა აღწერა სამყარო“ – გალილეო გალილეი.
„მათემატიკა უფრო მეტად ხელოვნების დარგია“ – სეკი ტაკაკაძუ.
„მათემატიკა შეიძლება განისაზღვროს როგორც მეცნიერება, სადაც არავინ იცის რაზე საუბრობენ და არც ის, მათი ნათქვამი ჭეშმარიტია თუ არა“ – ბერტრან რასელი.
მე დავეთანხმები ამ დაამიანებს ,მათემატიკა მართლაც რომ სამყაროს ცენტრია..ის ყოველ წამსსა და წუთს გვესაჭიროება.მათემატიკა არის ნებისმიერი დამიანის თანამგზავრი ცხოვრებაში..მე ძალიან მიყვარს ეს საგანი ალბათ ეს სკოლამაც გამოიწვია:) სკოლა ხომ დიდ როლს თამაშიბს ჩვენს პირველ ნაბიჯებში განსაკუთრებით კიდე მასწავლებელი..                          

საინტერესოა რომ ნობელის პრემია მათემატიკოსებს არ გადაეცემათ...ეს არ არის ის რომ ისინი არ იმსახურეებნ ამ უდიდეს პრემიას,ეს გამოწვეული უბრალო ადამიანური ჩვევით რადგანაც ჩვენ ვიცით რომ ნობელის მეუღლემ მათემატიკოსთან უღალათა ნობელს,და სწორედაც შურისძიების მიზნით გადაწყვიტა რომ არცერთ მათემატიკოს არ უნდა გადაეცეს მის მიერ დადგენილი პრემია:):):) ახლა კიდე მეშემოგთავაზებთ უმარტივეს ამოცანებს და ტვინი გავავარჯიშოთ ერთად :)
სამხატვრო სტუდია : ფუნჯი
(ა) ობსერვატორია : ტელესკოპი
(ბ) საავადმყოფო : მედიკამენტი
(გ) სტადიონი : ტრიბუნა
(დ) სცენა : დეკორაცია
40 ჩატარებული თამაშიდან გუნდს 60% ჰქონდა წაგებული. ამის შემდეგ გუნდმა
ზედიზედ 10 თამაში მოიგო. ჩატარებული თამაშების რამდენი პროცენტი აქვს
გუნდს ამჟამად წაგებული?
 წამოსცდა : თქვა
(ა) წაექცა : დაუვარდა
(ბ) წააწყდა : მოძებნა
(გ) წაახალისა : შეაქო
(დ) წააგო : დამარცხდ
საათის ციფერბლატზე წუთების მაჩვენებელი ისარი 30 წუთში 180°-ით შემობრუნდება.
რამდენი გრადუსით შემობრუნდება საათების მაჩვენებელი ისარი 5 საათში?
(ა) 120°
(ბ) 125°
(გ) 130°
(დ) 145°
(ე) 150°

No comments:

Post a Comment