Thursday, March 8, 2012

როგორ მოვაწყოთ ლამაზი ოთახი...


თანამედროვე თინეიჯერი გოგონას მთავარი ატრიბუტი საძინებელი ოთახია..ყველა ოცნებობს დიდ, ფერად და ლამაზ ოთახზე.რომელსაც ექნება დიდი გარდერობი ბრჭყვიალა კაბებით და უამრავი ფეხსაცმელით  .. იქნება მოდური ,ლამაზი დეკორაციებით გაფორმებული; ესაა ოდრის სურათი კედელზე თუ ეიფელის კოშკი კარადაზე..ყველა ოთახი ინდივიდუალირად პატრონის ხასიათს გამოხატავს...ამიტომ სიამოვნებთ გოგონებს თავიანთ ოთახში უმეტესი დროის გატარება..


ალბათ თქვენც გიყვართ სხვადასხვა ინტერიერის ოთახების დათვალიერება და ოცნებობთ ზოგიერთ მათგანზე.მართლაც რა ჯობს დიდ ოთახში მეგობრებთან ერთად ფილმის ყურებას..ბალიშებით თამაშსა და ჭორიკნიბას..მაგრამ ყველას ხომ ვერ ექნება ის?!  აი შენ კი შეგიძლია მოიწყო, გემოვნებისა და სულ ცოტაოდენი ცოდნის დახმარებით. გადავწყვიტე რამდენიმე საჭირო რჩევა მოგცეთ: 



     უპირველეს ყოვლისა ოთახის კედლების ფერი უნდა შეარჩიო. თუ შენი ოთახი ჩრდილოეთის მხარესაა, ნაკლებად განათებული იქნება. ამიტომ კედლების შესაღებად ნათელი, თბილი ფერები გამოიყენე: ყვითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი... თუ ოთახი სამხრეთისკენაა, ის თავისთავას ნათელი იქნება. ამ შემთხვევაში შეგიძლია ნებისმიერი ფერი გამიყენო... 



   ახლა დააკვირდი ოთახის ზომას. თუ ის არცთუ ისე მაღალჭერიანია, მაშინ უმჯობესია, კედლები მთლინად ჭერამდე შეიღებოს. ამ შემთხვევაში ის უფრო მაღალი გამოჩნდება.




ოთახში შეგიძლია სხვადასხვა ფერის ლამაზი საგნები მოათავსო. შეეცადე, ზოგიერთ საგანზე- ფარდაზე, გადასაფარებელზე, ფარდაგზე და ა.შ, ერთი ფერი, ან ტონი გამეორდეს. ეს ერთი მთლიანობის შთაბეჭდილებას შექმნის.


     და რაც ყველაზე მთავარია- განათება. დღეს ძალიან პოპულარულია ერთნამეთზე გადაბმული ნათურები, რომლებითაც გარკვეული აქცენტების შექმნაა შესაძლებელი. მაგალითად, შეგიძლია ნათურები ლოგინზე მიამაგრო, ან მის თავზე დაკიდო. ეს საშუალებას მოგცემს ოთახი უფრო მოდური გახადო, თან ძალიან კომფორტულია. 



შენი ინტერესების მიხედვით ოთახში შეგიძლია მოაწყო გარდერობი ან პატარა ბიბლიოთეკა, სადაც საინტერესო წიგნებს განალაგებ. 




   ხლა კი შეგიძლიათ ჩემს მიერ დადებულ ფოტოებს თვალი გადაავლოთ და ვინ იცის იქნებ რომელიმე თქვენი ოთახიც კი გახდეს:):)




















No comments:

Post a Comment