არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…
1970 წლის 12 ივლის დაიბადა პატარა ბიჭუნა მაშინ ვერავინ უწინასწარმეტყველებდა თუ ეს ბიჭუნა ამდენს მიაღწევდა...გახდებოდა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი და საუკეთესო ოსტატი ლექების წერაში რომელიც ერთნაირად ნუსხავს ახალგაზრდა თუ მოხუც მსმენელს..ყველაფერი კი ასე დაიწყო: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი..ბოლო დრომდე თავისუფალ და ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრებში მოღვაწეობდა ..თავისუფალი თეატრი ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა მაყურებლისათვის მრავალი როლი შექმნა და შეასრულა..ის არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა ადამიანის სახით..მოგვევლინა სპექტაკლებში რომლებიცაა "კომედიანტები" "პროვოკაცია" " ჰამლეტი" " ტელემისტერია" "ჯინსების თაობა" "კავკასიური ცარცის წრე" და კიდევ უამრავი..თან პარალელურად ლექსებსაც წერდა მისი შვიდივე წიგნი ბესთსელერი გახდა ...მისი ლექსები შეიყვარა ხალხმა და ამავდროულად ისიც...ის ლექსებს რუსულადაც წერდა...ლექსები უფრო მეტად კარგად გარითმული და საზოგადოებრივ პრობლემებზე ხუმრობით იყო გაჯერებული...
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია… აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი… აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები… ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
მისი ლექსები ამავდროულად სიმართლეს ქადაგებდნენ და ეს იყო მასში უნიკალური... ერთ დღესაც ხალხმა ძალზედ სამწუხარო და შემზარავი ამბავი გაიგო,,გავრცელდა ხმა რომ ნიკო გომელაური ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული...ის ბოლომდე მხნეობით გამოირჩეოდა ..წერდა ლექსებს და არ შორდებოდა თეატრს როგორც შეეძლო...მისმა გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია..ვერ დაინახავდით ადამიანს რომლის ლოყაზე ერთი ცრემლი მაინც არ ბზინვარებდა ..აწითლებული თვალებიდან ჩამოცურებული ,სევდას გამოყოლებული და დიდი მწუხარებით დამძიმებული..ნიკო უბრალოდ უყვარდათ...მას შემდეგ რამოდენიმე წელიწადი გავიდა მაგრამ მისი ლექსები ჩვენს გულებში ისევ მეორდება..ოცნება,რომ ოდესმე მას შევხვდებოდი არ ამისრულდა მაგრამ მე ბედნიერი ვარ რომ ნიკო გომელაური არსებობდა ჩემს ცხოვრებაში და ის იქნება ისეთივე თავდაჯერებული,და მხიარული როგორიც თავის დროზე იყო..მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა:):):)
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
No comments:
Post a Comment