Thursday, March 22, 2012

იმერეთი:)



ყველა დაამიანი ოცნებობს სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე,ამაზე უკვე ვისაუბრე ,თუმცა ერთეულები თუ ჩაფიქრებულან რა ლამაზია ის ქვეყანა სადაც ცხოვრობენ და რამდენი რამ არ აქვთ სამშობლოში ნანახი, მე ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქვეყანაში ვცხოვრობ ,რომელიც აერთიანებს რამოდენიმე კუთხეს,ეს კუთხეები ერთმანეთისაგან საოცრად განსხვავებულია,ეს არის ბუნება ,მცხოვრები თუ კულტურა,საქართველოს კუთხეები ერთმანეთზე უკეთესია ,მე დღეს ცოტა ეგოისტობას გამოვიჩენ და ჩემი კუთხით იმერეთით დავიწყებ თხრობას, მე მეამაყება, რომ იმ კუთხის შვილი ვარ რომელსაც უამრავი რამ გამოუცდია უნახავს..შეუქმნია ისტორია და დღემდე მაინც შეურყევლად ებრძვის დროს,მე მეამაყება რომ ვარ ქუთათური ერთ დროს სატახტო ქალაქის შვილი, იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისის ისტორია ალბათ ყველამ კარგად ვიცით,ვიცით ამ არაჩვეულებრივი ხალხის შესახებაც ,გაგვიგია უამრავი ანეგდოტი რომელიც ძირითადად ასახავს მოსახლეობის ხასიათს,




ერთი ქუთაისელი ეუბნება მეორეს:
- იცი ბიჭო დედამიწა რომ ბრუნავს?
- ჩუმად ბიჭო, მთავრობამ არ გაიგოს თორე კატაობის ფულს გამოგვართმევს 
წიგნის მაღაზიაში:
- გაქვთ თუ არა წიგნი სათაურით: "მამაკაცი-ქალის მომთვინიერებელი".
- ფანტასტიკა შემდეგ განყოფილებაშია გენაცვალე... 
ანეკდოტები ხომ უამრავია მათ შორის უმეტესობა მოგონილი მაგარმ ,ხუმრობაში გარეული სიმართლე ხომ გაგიგიათ,საქართველოში ანეკდოტებს უფრო სვანებზე გაიგებთ .მაგრამ უადვოა რომ ქუთათურები ტვითონ არიან კურიოზები
ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფმა ქეიფი გადაწყვიტა. ერთ-ერთის ოჯახში შეიკრიბნენ და კარგადაც მოილხინეს, მაგრამ ერთ სტუმარ გოგონას სასმელმა აწყინა და ცუდად გახდა. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ქალაქის საავადმყოფოში წაიყვანეს. რა თქმა უნდა, ბიჭებიც გაჰყვნენ. მორიგე ექიმმა ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარა ავადმყოფს, თუმცა მდგომარეობიდან გამოსულს ორი დღით საავადმყოფოში დარჩენა მოსთხოვა, თანაც დასძინა, ერთი დღით "კოიკა" 50 ლარი ღირსო. გოგონას მეგობრები არ დათანხმდნენ, მაგრამ ექიმი უკან არ იხევდა. ხმაურზე გამოჩნდა საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც სიარულზე ეტყობოდა, რომ ძალიან მთვრალი იყო.
- ქეთინო ექიმს პატივი ეცით, ნუ ეჩხუბებით!.. - მოუწოდა ბიჭებს.
- არა, ბატონო, არ ვჩხუბობთ, - იუარეს ბიჭებმა. დამცველი წავიდა, მაგრამ ორი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, შემობრუნდა და იგივე გაიმეორა: - ქეთინო ექიმი არის მაგარი ექიმი და პატივი ეცით!.. 
- გასაგებია, ბატონო, რაც შეგვიძლია, ვცემთ, - ბიჭები უკვე ხუმრობის ხასიათზე დადგნენ, მცველი კი არ ჩერდებოდა: 
- მე თქვენ გეუბნებით, ქეთინო ექიმი არის მაგარი ქალი, პატივი ეცით!.. - ამის თქმა იყო და, ერთ-ერთი ბიჭი ექიმის წინ მუხლებზე დაეცა და დაიწყო: "ტანო, ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!..." ეს ისე მოულოდნელად მოხდა, მთვრალმა მცველმაც ვერ შეიკავა სიცილი. 
შეიძლება ასე წაკითხვით სიცილით არ ჩაბჟირდეთ ,მაგარმ დამიჯერეთ ქუთაისში ყოველდღე კურიოზები ხდება,აი ცოტახნისწინ ქუჩაში დადებული ჩემოდანი იპოვეს იმწამსვე დაასკვნეს რომ ,ბომბი იქნებოდა,გადაკეტეს გზები ჩაატარეს უამრავი პროცედურა და მთელი დღის შრომის შემდეგ ჩემოდანი ააფეთქეს:):) გაირკვა რომ არც არაფერი მომხდარა უბრალოდ ვიღაცას ჩემოდანი დარჩა.:):)
შეიძლება სასაცილო ისტორიები თხრობა არ გამომდის მაგარამ,ჩემთვის ძვირფას ორ ამბავს მოგითხრობთ რომელიც ამ არაჩვეულებრივი კუთხის დიდსულოვნებაში დაგარწმუნებთ..
ქართველები ოდითგანვე მებრძოლი სულის ,მშრომელები და კეთილები იყვნენ და არიან..
უცხოელი წყაროები გვიყვება :.ბრძოლიანობის პერიოდი იყო მტრები თავისუფლად დათარეშობდნენ იმერეთში,ერთი მწერალიც წერს რომ" გაოცებული ვარ ამ ხალხით,მთელი დღე ტიტლიკანა და მშივრები დადნიან უამრავ ფულს ვთავაზობ მაგარამ ერთი ადამიანი ვერ ვიპოვე რომ მეფეს უღალატოს" მე მეამაყება ამ სიტყვების გაგონება


ცნობები არსებობს რომ ადრე წყაროებზე ოქროს ძვირფასი სასმელი ჭურჭელი იდო ხოლმე ,მიუხედავდ იმისა რომ ოჯახები შიმშილისაგან იხოცებოდნენ ჭურჭელს ხელს არავინ აკარებდა,არავის გაუვლია თავში რომ მიესაკუთრებიათ და სათავისოდ გამოეყენებინათ..
თუმცა ეს ყველაფერი საუკუნების უკან იყო,ახლა სხვა ეპოქაა მაგარამ ხალხი დიდსულოვნება,სტუმართმოყვარეობა არასდროს განელდება და მე ყოველთვის ვიამაყებ ჩემი კუთხით.

No comments:

Post a Comment