უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში მომრავლდნენ ფერად დაფებზე მდგარი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი საოცარი შესაძლებლობებით ჩვენ გაოცებას ადვილად ახერხებენ. თბილისიც რის თბილისია თუ ყველაფერს საჭორაოდ არ აქცევენ. იმან "Element"-ის დაფა იყიდაო, ამან "DC"-ს კედებიო. იმან ფეხი მოიტეხაო, ამან ხელი იღრძოო. მეც როგორც სტაჟიანმა მეტიჩარამ და ცნობილმა სკეიტოფილმა გადავწყვიტე ქართველ სკეიტერებზე მოგიყვეთ.
თვითონ ეს სპორტი ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტია რაც შეიქმნა კალიფორნიაში. ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ უინტერესო იქნება. წესებიც ალბათ ყველამ იცით, ძალიან მარტივია. სკეიტერები აკეთებენ სხვადასხვა სირთულის ollie-ს , რომელთა ათვისებაც ბევრ შრომას მოითხოვს.
სკეიტბორდინგი თბილისში 5-10 წელია რაც შემოვიდა, მაგრამ გაპაპსება უკვე მოასწრო. არ არსებობს ადგილი, სადაც სულ მინიმუმ 1 სკეიტერი არ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური სკეიტ პარკი არ გაგვაჩნია. პირადად მე ხშირად დავდივარ დედაენის ბაღში, რომელშიც რამპები 2009 წელს დადგეს. მანამდე კი ვაღიაროთ არც იყო ისეთი გავრცელებული და ცოტა მიმდევარი ჰყავდა, რომლებიც "Raddison blue Iveria"-ს წინ კატაობდნენ. ნელ-ნელა სულ უფროდაუფრო მეტი ადამიანი მოიხიბლა და შეკრების ადგილმაც დედაენის ბაღში გადაინავცლა. ისინი კატაობენ ზაფხულში, ზამთარში, წვიმაში, ქარში... მოკლედ გავიცნოთ ქართველი სკეიტერები და შევაფასოთ მათი შესაძლებლობები:
სანამ ამ პოსტს დავწერდი ბევრი ვიფიქრე თითოეულ დეტალზე. არ მინდა ბავშვური ცანცარობა გამომივიდეს. ეს ხომ საღადაო თემა არაა?! ნაწილი სკეიტბორდინგით უბრალოდ ერთობა, ატარებს დროს, აღიქვამს, როგორც ექსტრემალურ სპორტს და მორჩა! ბევრისთვის კი უფრო სერიოზულია, ცხოვრების სტილი, მიზანი, ყველაფერი... მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან არანაირი მკვეთრი შეხება არ მაქვს, ვგრძნობ ჩვენი გზები სადღაც იკვეთება, რომელიღაცა წერტილში. ეს უბრალო სულელობა არაა. დარწმუნებული ვარ ახლა კითხულობ და ვერ ვხდები რაზე ვსაუბრობ. რაღაც ისეთია აი სიტყვებით ვერ ვიტყვი. სულის ძახილი... ცოტა (ცოტა?) გოიმობაა, მაგრამ მართლა ეგაა....
ესეც ვიდეოები:
No comments:
Post a Comment