Monday, March 19, 2012

აგვისტოს 5 დღე.:(

ისტორიაში უამრავი თარიღი ვიცით,ვიცით მათი დანიშნულება  ესაა აღორძინების ხანა თუ პირიქით..აი ჩემ ტოლებს რომ ჰკითხოთ რას ნიშნავს 2008 წლის 7-8 აგვისტოო? ყველას წინ ის მძიმე პერიოდი დაუდგება რომელიც სულ ცოტა ნხის წინ გადავიტანეთ და რომელმაც სამუდამოდ დაასვა დაღი უამრავ ოჯახს.მზიანი ბედნიერი დღე შეცვალა საზარელმა სიტუაციამ .
ხალხისთვის მოულოდნელმა დაბობმებბმა და სისხლმა..ტკივილი,ყვირილი ექოსავით გაისმოდა საქართველოს ერთ ერთ ულამზეს ქალაქში გორში,ხალხი გონს ვერ მოსულიყო,უეცარმა თავდასხმამ მოსახლეობა დააბნია...მე კიდე ვიჯექი ქუთაისში და არამარტო მე ველოდებოდი როდის გადმოცემდნენ ახალ სიუჟეტს ტელევიზიით.იმწამს უამრავი აზრი მერეოდა თავში,მოვიდოდნენ თუ არა ქუთაისამდე ,დაიღუპებოდა თუ არა ბევრი ადამიანი ,შემეძლო თუ არა ჩემი ოჯახის გადარჩენა,ვნახავდი თუარა ჩემს საყვარელ ადამიანებს ისევ ,ასეთი მტანჯველი აზრებით 1 კვირა დაიტვირთა,იმ დღეებში ხალხისთვის მხოლოდ მინიმალური ინფორმაცია იყო ცნობილი,ჩვენ ვიცოდით რომ რუსეთი თავს დაესხა  სქართველოს,ვხედავდით როგორ იყრებოდა ბომბები ციდან და როგორ იღუპებოდა ხალხი, ვხედავდით როგორი თავგაბნწირვით იღებდნენ სიუჟეტებს ჟურნალისტები რომ ჩვენ რაღაც ინფორმაცია მაინც გვქონოდა..მე ვერასდროს მივხვდები რა სიტუაცია იყო იქ,რას განიცდიდნენ სახლებ და ახლობლებ დაკარგული ქართველები, მაგარმ  მე მთელი გულით ვგულშემატკივრობდი მათ, ვლოცულობდი მათთვის დაჩემი ოჯახისათვის, ეს თითქოსდა 1 კვირა გორში მცხოვრებლებს სამუდამოდ დააწვებათ ზურგზე,როგორც დიდი ლოდი,მათ დაკარგეს სახლები დაეღუპათ ახლობლები, ჩვენ დროდადრო ვიგებდი ჩვენი ჯარისკაცების გმირობებს,ვისმენდით დავზარდაცემ ისტორიებს,ჩვენ განვიცდიდით და გულიშეგვტკიოდა მაგარამ მათ მდგომარეობასთან ჩვენი წუხილი ახლოსაც ვერ მივა,სიტყვებით არავის შეუძლია აღწეროს აგვისტოს 8 რიცხვი ,არავის შეუძლია გადმოგვცეს ის ტკივილი,მათ შორის არც მე ,მაგრამ მე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა ამ თმაზე რადგან ეს ჩვენს გრძელ ისტორიას შეემატება როგორც ერთ ერთი ტკივილიანი ბრძოლა.ბრძოლა ქრისტიანებს შორის,
                                                

2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. 


მე არ ვაპირებ აქ ან ვიქადაგო ან ქართული პოლიტიკა ვძაგო,არც იმის უნარი გამაჩნია გაგარკვიოთ რომელი მხარე იყო დამნაშავე და რა მოხდა მათ შორის,უბრალოდ ამ ყველაფრით მინდოდა იმ ადამიანთ ტკივილი გულთან მიგვეტანა  ,მიუხედავად იმისა რომ გოგო ვარ და თან ჯერ შედარებით პატარა მე ძალიან მიდნოდა იმ ბიჭებთან ერთად რეზერვში რომ მიყავდათ მეც დამეცვა ჩემი ქვეყანა მევლო მძიმე აღჭურვილობით და შური მეძია იმ აამიანებზე რომლებმაც ქართველი ოჯახები გააუბდურეს,არც დღეს დავფიქრდები ,მაგარმ იმედია საქართველოს ასეთი რაღაც აღარ ემუქრება არცერთი ბავშვი და ოჯახი აღარ გამოცდის ომის სიმწარეს,არცერთი ჩვენი ჯაისკაცი აღარ დატოვებს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს, მაშ ვილოცოთ ,უფალი იყოს ჩვენი მფარველი:)

No comments:

Post a Comment