Saturday, March 31, 2012

....


       ვზივარ და ვტირი. ჩემი ცრემლები მორიგეობით ეცემა კლავიატურას. ყველას საკუთარი სახელი აქვს. ერთი M-ზე დაეცა, მეორე B-ზე... ტირილს ვუმატე...
ასოები დაიფარა პატარ-პატარა წერტილებით B-ს გარშემო... M მარტო დარჩა, სულ მარტო... B Bედნიერია, ბევრი მეგობარი გაუჩნდა... M-ს B უყვარს... მათ შორის 1 სულელი ასოა და უამრავი წერტილი... მაინც უნდა ახლოს მივიდეს, მაგრამ B-ს ყველა მხრიდან ატმოსფეროს სქელი ფენასავით აკრავს წვეთები. კიდევ ვუმატე ტირილს.... უცებ ერთი პატარა სულ პაწაწინა წვეთი ჩავარდა B-ში...  სიყვარულია... M ცრემლი რომ არ იყოს ალბათ ტირილს დაიწყებდა... რა ქნას?! უყვარს იმ პატარა წვეთთან ერთადაც, რომელიც მასში ჩასახლდა, სიყვარულიც უყვარს... M ტირის... მერე რა რომ ცრემლია?! არ შეიძლება ტიროდეს?!

     ამდენს ვეღარ გავუძლებ- ვიფიქრე და თითი დავაჭირე ჯერ B-ს მერე M-ს. იმ "რაღაცისკენ" წავიღე ძალიან, ძალიან რომ მტკიოდა. მივიტანე და ვიგრძენი, რომ აღარ ფეთქავდა. როგორ?! აღარ ფეთქავდა და მორჩა...
ინავლება სიყვარულიც...















No comments:

Post a Comment