მოკლედ როგორც მოკლესიტყვაობაში მოგახსენეთ მა თამუნა ვარ და ჩემი პარტნიორი მარიამი.ჩემს ხასიათზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით რადგან არც მე ვარ გარკვეული ამ საკითხში კარაგად.. უბრალოდ ჩემ ერთფეროვან თუ მრავალფეროვან ცხოვრებაზე გიამბობთ.მოკლედ ვარ ქუთაისელი ( მასზე უკვე დავწერე სიახლე) მოკლედ ქუთაისი ყველასგან განსხვავებული უცნაური ქალაქია. ეს არის პატარა ადგილი სადაც ადამაინები ერთმანეთით ცხოვრობენ,სრული ამ სიტყვის გაგებით, ეს არის ქალაქი სადაც კლუბები ეხლა იხსნება ნელ-ნელა, და ეს არის ქალაქი რომლითაც თითოეული მაცხოვრებელი უკმაყოფილოა მაგარამ ზუსტად ვიცი თუ როგორ უყვართ "ქუთაისი" ..და აი ასე მეც ამ ქალაქის შვილი ვარ,გამომიცდია როგორია როცა გჭორავენ და როცა ჭორაობ:) მყავს სამეგობრო წრე რომლებთანაც თავს შესანიშნავად ვგრძნობ ,ვარ ცოტა თავქარიანი და ქარიზმატული,მიყვარს თავის ქება ,ნუ ვერ დავმალავ ასეა:X:)და ცოტა ცოტა ბლატავი:) მიყვარს მოდა ,უბრალოდ კი არ მიყვარს ძალიან მიყვარს,.მეგობრები მეხუმრებიან და fashion tv ის მეძახიან ..ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი მოდური მაცვია მაგარმ ვცდილობ ჩემი სტილიც მქონდეს და არ შემოვიფარგლო ახალი მოდური ტენდენციებით,,ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა ისაა რომ 1 წლის წინ გრძელი თმა შევიჭერი და ეხა ველი როდის გაიზრდება:)
სკოლა- და კლასი:) სკოლა ძალიან მიყვარდა ჩემი პატარა სკოლა სადაც ყველა მოსწავლეს ვიცნობდი მაგრამ მომიწია დატოვება..არა არ გავუგდივარ არავის :) უბრალოდ სხვაგან გადავედი ,მეგონა რომ სიახლეები კარგად იმოქმედებდა ჩემზე მაგრამ ცოტა დამღლელიც ყოფილა..ახალ კლასში ძალიან კარგია, კარგად მიმიღეს ბავშვებმა და ეს მახარებს ,სიმართლე გითხრათ როცა გადავდიოდი გული მისკდებოდა რადგან ჩუმად ყოფნა 5 წუთითაც არ შემიძლია მხოლოდ როცა მძინავს:X:) და მინდოდა 1 დღეში ყველასთან დავმეგობრებულიყავი .1 დღეში არა მარა 1 თვეში ასეც მოხდა,.ხო რაც შეეხება მასწავლებლებს ისინი ჯერ კიდევ გვარით მომმართავენ ანუ არ ვარ ჯერ კიდევ მათთვის კარგად გაშიფრული ,ნუ ამასაც ეშველება..

რავიცი კიდევ რა მოგიყვეთ,ეხა ბევრი რომ არ ვიტლიკინო და არ დაგღალოთ ამით შემოვიფარგლები..:) გაგრძელება იქნება:X:):):)
No comments:
Post a Comment